მოკლეს თუ არა თარხან ბათირაშვილი? - "პანკისის ხეობაში არაფერი ვიცით"
12:12:09     09-03-2016
ინფორმაციას თარხან ბათირაშვილის ლიკვიდაციის შესახებ პანკისის ხეობაში ამ ეტაპზე არ ადასტურებენ. ხეობაში განმარტავენ, რომ მისი სიკვდილის შემთხვევაში ისინი 5 დღის განმავლობაში ინფორმაციას მიიღებდნენ.
"არანაირი ინფორმაცია არ არის პანკისის ხეობაში. კაციშვილისგან არ გამიგია. აქ ერთადერთი მამა ჰყავს, ისიც ავადმყოფია. ჩემგან ცოტა მოშორებით ცხოვრობს და ბოლო ხანებში არც მინახავს. რაც შეეხება ბათირაშვილს, მასზე მხოლოდ ის გამიგია, რომ სირიაში რომ იმყოფებოდა, მაგრამ მის მერე სად წავიდა, სად გაიქცა, აზრზე არ ვარ", - განაცხადა პანკისის ხეობის იმამმა ომარ ხანგოშვილმა.
თარხან ბათირაშვილის მამის თემურ ბათირაშვილის განცხადებით კი მან შვილზე არაფერი იცის, რადგან ის დიდი ხანია არ გამოხმაურებია. ბათირაშვილის მამა იმედოვნებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა.
"არაფერი არ ვიცი. ტელევიზიით გავიგე, რომ ამერიკელების დაბომბვაში მოჰყვა. მე არაფერი არ ვიცი და არც მეზობლებმა იციან არაფერი", - განაცხადა თემურ ბათირაშვილმა
შეგახსენებთ, დღეს დასავლურ მედიაში, პენტაგონის ინფორმაციაზე დაყრდნობით გავრცელდა ცნობა, რომ "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერი, წარმოშობით პანკისელი ტერორისტი აბუ ომარ ალ-შიშანი, იგივე თარხან ბათირაშვილი შესაძლოა მოკლული იყოს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მათ ბათირაშვილის შესაძლო დაღუპვის შესახებ ინფორმაცია აქვთ, თუმცა ის ჯერ დადასტურებული არ არის.
"დღეს დილით მომივიდა ამის შესახებ ინფორმაცია, თუმცა არ შემიძლია არაფრის თქმა. ამ დროისთვის ჩვენც ზუსტად ისევე ველოდებით საბოლოო პასუხებს, როგორც - საზოგადოება. ჩვენ აქტიური და ქმედითი ურთიერთობა გვაქვს. გამთენიისას, ძალიან ადრე გვაცნობეს, რომ ასეთი ვარაუდი არსებობს",-განაცხადა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა.
აბუ ომარ ალ-შიშანის (იგივე თარხან ბათირაშვილს) ISIS-ის ერთ-ერთ ყველაზე "გავლენიანი მეთაურის" რეპუტაცია ჰქონდა. ის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს ტერორისტების სიაში ჰყავდა შეყვანილი და მის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ 5 მილიონი დოლარი ჰქონდა დაწესებული.