ანზორ ერქომაიშვილი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს ქართული ხალხური სიმღერების სანოტო კრებულებსა და ქართველ ლოტბართა მონოგრაფიებს გადასცემს

  10:45:18     09-03-2016

9 მარტს, 11:00 საათზე, არტოს ბაღში, (მის: დ.აღმაშენებლის 103) ანზორ ერქომაიშვილის ორგანიზებით შეხვედრა გაიმართება, რომლის მთავარ მიზანს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სალოტბარო სკოლების ხელშეწყობა, ფოლკლორის სახელმწიფო და ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და საქართველოს რეგიონებში ფოლკლორის შენარჩუნება და განვითარებაზე ზრუნვა წარმოადგენს.

ამასთან დაკავშირებით, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრსა და ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდება, რომლის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, ანზორ ერქომაიშვილი სამეგრელოსა და გურიაში არსებულ სალოტბარო სკოლებს  ქართული ხალხური სიმღერების სანოტო კრებულებსა და ქართველ ლოტბართა  მონოგრაფიებს გადასცემს.

შეხვედრას დაესწრებიან ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი დონაძე, ცენტრის  სხვა თანამშრომლები და სალოტბარო სკოლების მოწვეული ლოტბარები.

„ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონებში ქართული სიმღერისა და ტრადიციული გალობის შენარჩუნება. ამისთვის უნიკალური პროექტი წამოვიწყეთ, რომელიც რეგიონებში სალოტბარო სკოლების გახსნას ითვალისწინებს. მომავალი ლოტბარების პროფესიული დონის ამაღლებაზე ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ზრუნავს. მათი წახალისების მიზნით, მნიშვნელოვანია ასეთი სახის მხარდაჭერა. ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრი მუდმივად ზრუნავს და გვეხმარება უნიკალური გამოცემებითა და აუდიო სასწავლო დისკებით, რომელსაც უსასყიდლოდ გადავცემთ სალოტბარო სკოლებს“, - აღნიშნავს გიორგი დონაძე.

 „ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის წყალობით, ნებისმიერ მსურველს შეუძლია  უფასოდ შეისწავლონ უძველეს ქართულ სიმღერები და ტრადიციულგალობა. გამორჩეულად ნიჭიერ ახალგაზრდებს, სალოტბარო სკოლის დამთავრების შემდეგ, შესაძლებლობა ეძლევათ, განათლება უფასოდ მიიღონ თბილისის გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელში. ისინი უკვე პროფესიონალები უკან ბრუნდებიან რეგიონებში და მომავალ თაობას გადასცემენ ტრადიციას. მათი თანადგომა მნიშვნელოვანია. ქართული ხალხური  სიმღერის საერთაშორისო ცენტრმა გამოსცა ქართული ხალხური სიმღერების სანოტო კრებულები და ქართველ ლოტბართა  მონოგრაფიები,   ასევე ხალხური სიმღერების აუდიო ჩანაწერები კომპაქტ-დისკის სახით, რომლებიც დაშლილია ხმების მიხედვით და აადვილებს სწავლის პროცესს.  ჩვენი ცენტრი მზად არის ეს უნიკალური ჩანაწერები და გამოცემები მათ საჩუქრად გადასცეს,“ - აღნიშნა ანზორ ერქომაიშვილმა.

2015 წელს, საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა, ტრადიციული ქართული გალობისა და სიმღერის გადარჩენის, მოვლასა და პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს ყველა რეგიონის მუნიციპალურ ცენტრსა და თვითმმართველ ქალაქში სალოტბარო სკოლების გახსნა ეტაპობრივად დაიწყო. საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის  ინფორმაციით, დღეისათვის საქართველოს მასშტაბით სულ 14 სალოტბარო სკოლა ფუნქციონირებს. წელს კი მათი რაოდენობა 20-მდე გაიზრდება. კერძოდსკოლების გახსნა დაგეგმილია ბაღდათისონისა და  ცაგერის რაიონებში. აღნიშნული პროექტის განხორციელებაში ცენტრს ხელს უწყობენ და ეხმარებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მნიშვნელოვანია, რომ სალოტბარო სკოლებშიგარდა ამისა, ახალგაზრდებს შეეძლებათ, ჩაერთონ სხვადასხვა ფესტივალსა და ღონისძიებაში, რაც საგრძნობლად გამოაცოცხლებს რეგიონის კულტურულ და ტურისტულ ცხოვრებას.