"ის მუშაობდა როგორც კარგი ყასაბი... ეს დაკვეთილი ოპერაცია იყო"
23:23:03     08-03-2016
"თავდამსხმელი ჩაქუჩს ძალიან პროფესიონალურად და კვალიფიციურად იყენებდა, ის მუშაობდა როგორც კარგი ყასაბი", - ეს განცხადება ალექსი პეტრიაშვილმა, მასზე თავდასხმის შესახებ საუბრისას გააკეთა.
პოლიტიკოსი ვარაუდობს, რომ მასზე თავდასხმა კარგად დაგეგმილი და დაკვეთილი ოპერაცია იყო.
მისივე თქმით, თავდამსხმელებმა მისი ადგილმდებარეობა თვალთვალის შედეგად დაადგინეს, თუმცა პეტრიაშვილმა აღნიშნა, რომ მას ეს თვალთვალი არ შეუმჩნევია.
"თავდასხმისას ჩემი ადგილსამყოფელი თვალთვალის შედეგად იქნა გამოვლენილი. ეს იყო დაგეგმილი, დაკვეთილი ოპერაცია. მე მანამდე არაფერი შემიმჩნევია მანამდე. ეს ჩემი დასკვნაა, რომლის საფუძველიც მაქვს", - განაცახადა პეტრიაშვილმა გადაცემა "არჩევანში".