ჩრდილოეთ კორეამ, სანქციების საპასუხოდ, ზღვაში მოკლე რადიუსზე მოქმედი ჭურვები გაუშვა
14:33:02     03-03-2016
ჩრდილოეთ კორეამ გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მისთვის სანქციების გამკაცრების გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში ზღვაში მოკლე რადიუსზე მოქმედი ჭურვები გაუშვა.
სამხრეთ კორეის ოფიციალური პირების თქმით, ეს ნაბიჯი საბჭოს გამოწვევაა.
ამერიკის პრეზიდენტის ბარაკ ობამას თქმით, საერთაშორისო საზოგადოება ერთხმად აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეა უნდა შეეშვას სახიფათო პროგრამებს და საკუთარი ხალხისთვის უკეთესი გზა უნდა აირჩიოს.
შეგახსენებთ, სანქციების გამკაცრება ჩრდილოეთ კორეაში ჩატარებულმა ბირთვულმა გამოცდამ და სარაკეტო იარაღის გაშვებამ გამოიწვია.