გამოძიების ინფორმაციით, ძიძა, რომელმაც მოსკოვში ბავშვი მოკლა, წაქეზებით მოქმედებდა

  13:03:08     02-03-2016

გამოძიების ინფორმაციით, უზბეკეთის მოქალაქე გიულჩერხუ ბობოკულოვა, რომელმაც მოსკოვში 4 წლის გოგონა მოკლა, შემდეგ კი თავი მოაჭრა და ბინა გადაწვა, წაქეზებით მოქმედებდა.

"მისი წამქეზებლები ახლა თავისუფლები არიან, მაგრამ მიმდინარეობს მათი ძიება", - აცხადებენ საგამოძიებო ორგანოში.

უკვე ცნობილია ფსიქიატრიული ექსპერტიზის შედეგები, რომლის თანახმადაც, ბრალდებული დანაშაულის ჩადენის მომენტში მწვავე ფსიქიკური აშლილობის მდგომარეობაში იყო. რუსულ მხარეს მასალები უზბეკეთმაც მიაწოდა. როგორც ცნობილია, 1999 წელს ბობოკულოვას შიზოფრენიის დიაგნოზი  დაუსვეს.

შეგახსენებთ, ბრალდებული 29 თებერვლას მოსკოვის ერთ-ერთ მეტროსთან დააპატიმრეს, როცა ჰიჯაბში გამოწყობილი ქალი, ბავშვის მოჭრილი თავით ხელში, თავის აფეთქებით იმუქრებოდა.

უზბეკეთის მოქალაქე იმ გოგონას ძიძად მუშაობდა, რომელიც სასტიკად მოკლა.