დიღომში მომხდარი მკვლელობა გახსნილია

  12:57:22     02-03-2016

დიღომში, ჩაჩავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი ავტოსახელოსნოს დარაჯის მკვლელობის საქმე გახსნილია. მკვლელობა 28 თებერვალს მოხდა, შსს-ს მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით კი ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 1996 წელს დაბადებული ლაშა კ. და 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მინდია მ. ცხელ კვალზე დააკავეს.

სწორედ ამ პირებს, რომლების შემთხვევის მომენტში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ,  28 თებერვლის ღამეს დაპირისპირება მოუვიდათ ავტოსახელოსნოს დარაჯთან. ბრალდებულებმა დარაჯი სასტიკად სცემეს. ის მიყენებული მძიმე დაზიანებებისგან ადგილზევე გარდაიცვალა. ბრალდებულებმა კი მიმალვა მოასწრეს.

გამოძიება მიმდინარეობს 117-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.