ფილიპ ბრიდლავი: "NATO ზომებს მიიღებს რუსეთთან ომის შემთხვევისათვის"

  11:12:02     02-03-2016

ევროპაში NATO-ს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების მეთაურის, ამერიკელი გენერლის, ფილიპ ბრიდლავის თქმით, ამერიკა და მისი ალიანსელი მეკავშირეები იღებენ ზომებს ევროპის რუსეთთან ომის შემთხვევისთვის.

როგორც გენერალმა აღნიშნა, ალიანსის ყველა წევრი აამაღლებს საბრძოლო მზადყოფნას საკუთარ ჯარში. ასევე მიმდინარეობს საბრძოლო სწავლებები და შეიარაღების ხარისხის გაუმჯობესება.

"მოცემულ მომენტში ევროპას საფრთხე ორი მხრიდან ემუქრება" - განაცხადა გენერალმა ბრიდლავმა. მისი აზრით, აღმოსავლეთიდან მას "რუსეთის მზარდი აგრესია", სამხრეთიდან კი ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფო" უტევს, რომლის მოქმედებებმაც ევროპაში ლტოლვილთა ნაკადის გაზრდა გამოიწვია.

ასევე გენერალმა დარწმუნებით განაცხადა რომ  რუსეთის ჩარევამ სირიის კონფლიქტი გაამწვავა. მან აღნიშნა, რომ მოსკოვი ძალიან ცოტას აკეთებს "ისლამურ სახელმწიფოსთან საბრძლველად, ამის ნაცვლად კი ბაშარ ასადის რეჟიმს ეხმარება.

პირველ მარტს კი აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის სახელმწიფო მდივანმა ჯეიმს ტაუსენდმა სტოკჰოლმში ვიზიტისას, ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა რომ რუსეთი ეს არის "უარყოფითი, ტრაგიკული საფრთხე, რომელთანაც მათ რამდენიმე ხნის განმავლობაში ცხოვრება მოუწევთ".

"პუტინი აშინებს თქვენს მეზობლებს, ბალტიისპირელებს, თუმცა ჩვენ ვიცით მისი მიზანი. თქვენს რეგიონში შეიქმნა გაურკვევლობა, რომელიც რუსული მხარის მოულოდნელ წვრთნებთანაა დაკავშირებული. ჩვენ თქვენთან ერთად ვნახეთ მათი ბომბდამშენები, რომლებიც თქვენზე თავდასხმას ამუშავებდნენ", - უთხრა მან შვედებს და აღნიშნა, რომ შვედეთსა და ბალტიის ქვეყნებს, ცივი ომის პერიოდისგან განსხვავებით, ემუქრებათ საფრთხე ჩათრეულნი აღმოჩნდნენ რუსეთთან კონფლიქტში.