სასტიკი მკვლელობა მოსკოვში - ქალმა მცირეწლოვანი რელიგიურ ნიადაგზე მოკლა და თავი მოაჭრა

  14:31:13     29-02-2016

დღეს მოსკოვში არასრულწლოვნის სასტიკი მკვლელობის ბრალდებით დააკავეს ქალი, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვის მოჭრილი თავით ხელში ქუჩაში იდგა, გაჰყვიროდა "ალაჰ აკბარ" და თავის აფეთქებით იმუქრებოდა. ჰქონდა თუ არა ქალს თან ასაფეთქებელი მოწყობილეობა, ჯერ ცნობილი არაა. მოსკოვის საგამოძიებო კომიტეტის თქმით ქალი მეტრო "აკტიაბრსაკე პოლეს" მიმდებარედ დააკავეს.

ბავშვის სხეული ქალის დაკავებამდე აღმოაჩინეს. ქალის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად სოციალურ ქსელში გავრცელდა.

თვითმხილველები იხსენებდნენ შავებში ჩაცმულ ქალს "საეჭვო ნივთით" ხელში. გამოძიება მისი არაადეკვატური მდგომარეობის გათვალისწინებით, ქალისთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებას აპირებს.

წინასწარი ინფორმაციით, დაკავებული გარდაცვლილის ძიძა იყო, ის დაელოდა ბავშვის მშობლებისა და უფროსი ძმის სახლიდან გასვლას, შემდეგ "დაუდგენელი მიზეზით მოკლა არასრულწლოვანი, დაწვა ბინა და დატოვა შემთხვევის ადგილი. ქალი წარმოშობით შუა აზიიდანაა.