ქრთამის აღების ფაქტზე ქედაში გამგეობის თანამშრომელი დააკავეს

  10:44:21     29-02-2016

ქრთამის აღების ფაქტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ერთი პირი დააკავეს. დაკავებული ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის მთავარი სპეციალისტია, დაბა ქედის ადმინისტრაციულ ერთეულში.

გამოძიების ინფორმაციით, მან მოქალაქეს სოფლის მეურნეობის პროდუქტის წარმომავლობის ცნობის დამზადების სანაცვლოდ 2 ათასი დოლარი, ქრთამის სახით გამოართვა.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს.