ვინ არიან "ოსკარის" 2016 წლის გამარჯვებულები?
09:12:23     29-02-2016
"ოსკარის" რიგით 88-ე დაჯილდოება ჰოლივუდში, დოლბის თეატრში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მსოფლიო უკვე იცნობს 2016 წლის გამარჯვებულებს.
მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ ლეონარდო დიკაპრიომ საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ნომინაციაში გამარჯვება მოახერხა, მომენტი, რომელსაც ფილმის ყველა მოყვარული მოუთმენლად ელოდა, დადგა.
ფილმისთვის "რევენანტი" დიკაპრიომ "ოსკარი" აიღო.
ნომინაციაზე ასევე წარდგენილი იყვნენ - ბრაიან კრენსტონი (ტრამბო), მაიკლ ფასბინდერი(სტივ ჯობსი), ედი რედმეინი(დანიელი გოგო) და მეთ დეიმონი (მარსელი).
საუკეთესო ქალი მსახიობი ბრი ლარსონი გახდა ფილმისთვის "ოთახი".
საუკეთესო ფილმად კი "ყურადღების ცენტრში" დასახელდა.
აღნიშნულ ნომინაციაზე ასევე წარდგენილი იყო - "რევენანტი", "შეშლილი მაქსი: მრისხანების გზა", "ბიგ შორთი", "ჯაშუშთა ხიდი", "ბრუკლინი", "მარსელი", "ოთახი" და "ყურადღების ცენტრში".
საუკეთესო რეჟისორი - ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუ გახდა, ფილმისთვის "რევენანტი".
მეორეხარისხოვანი როლი, მამაკაცი - მარკ რაილენსი (ჯაშუშთა ხიდი).
მეორეხარისხოვანი როლი, ქალი - ალისია ვიკანდერი (დანიელი გოგო).
საუკეთესო ანიმაციური ფილმი - "თავდაყირა".
საუკეთესო მუსიკისთვის კინოაკადემიის ჯილდო ენიო მორიკონემ მიიღო (ფილმისთვის "საძულველი რვა")
რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, ეს ლეგენდარული იტალიელი კომპოზიტორისთვის პირველი ოსკარია.
დაჯილდოების ტრიუმფატორი "შეშლილი მაქსი:მრისხანების გზა" გახდა, მან ოქროს ქანდაკება 6 ნომინაციაში მიიღო.