მოტივი: რატომ დაჭრეს პეტრიაშვილი და რას ამბობს კვაჭანტირაძე?
15:43:40     26-02-2016
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ზვიად კვაჭანტირაძე საკმაოდ ორაზროვან კომენტარს აკეთებს და აცხადებს რომ ალექსი პეტრიაშვილის დაჭრა, შესაძლოა, პირად ანგარიშსწორებას უკავშირდებოდეს. კვაჭანტირაძე „წინა ისტორიებზეც“ საუბრობს...
„ძალიან ცუდი ფაქტია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. საზოგადოებამ მგონი იცის წინა ისტორიები...
ეს არის სუფთა კრიმინალური ფაქტი, რომლის გამოძიებაც უნდა მოხდეს“, - ამბობს უმრავლესობის ლიდერი.
კვაჭანტირაძე არ აზუსტებს რას გულისხმობს ე.წ. „წინა ისტორიებში“. თუმცა, ფაქტია რომ ისეთ წარსულზე ცდილობს მინიშნებას, რომელთანაც მისი აზრით, პეტრიაშვილის დაჭრა კავშირშია.
შეგახსენებთ რომ თავისუფალი დემოკრატების გენერალური მდივანი დღეს საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე მაშინ დაჭრეს, როდესაც დიპლომატ ლევან მიქელაძის საფლავზე იმყოფებოდა.
მას ცეცხლსასროლი იარაღიდან 5 ტყვია ესროლეს, საიდანაც სამი მოხვდა - ორი ქვედა კიდურებში, ერთი კი - ზურგის არეში. პეტრიაშვილს ე.წ. ნაფლეთი ჭრილობა აღენიშნება თავის არეშიც.
თავისუფალი დემოკრატების გენერალურ მდივანს ოპერაციას ამ წუთებში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში უტარებენ.