მკვლელობა კასპში
16:30:41     25-02-2016
კასპის რაიონში 28 წლის ახალგაზრდამ 40 წლის მამაკაცი მოკლა. როგორც ცნობილია, ახალგაზრდა ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. შემთხვევა 2 დღის წინ სოფელ ხანდაკში მოხდა.
მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
შსს-ს ცნობით, ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავეს.