პოლიციამ 17 წლის სამირა ბაირამოვას გატაცებაში ბრალდებული დააკავა
10:27:46     24-02-2016
სამართალდამცველებმა 17 წლის სამირა ბაირამოვას გატაცებაში ბრალდებული დააკავეს. ის რუსეთის მოქალაქე, 1999 წელს დაბადებული მამაკაცია.
გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა თანამზრახველებთან ერთად, 19 თებერვალს, ცოლად მოყვანის მიზნით, თავისუფლება აღუკვეთა სოფელ ფონიჭალას დასახლებაში მცხოვრებ, 1998 წელს დაბადებულ გოგონას.
თანამზრახველების დასაკავებლად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.