შორენა თევზაძის პროექტი "დიდუბე, ბოლო გაჩერება" ნიონის საერთაშორისო კინოფესტივალმა 4 საერთაშორისო პროექტს შორის შეარჩია
15:11:04     23-02-2016
შორენა თევზაძის პროექტი "დიდუბე, ბოლო გაჩერება" ნიონის კრეატიული დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალმა Visions du Réel 4 საერთაშორისო პროექტს შორის შეარჩია.პროექტი Rough Cut Lab-ზე წარსდგება.
Rough Cut Lab ახალგაზრდა კინემატოგრაფისტებს კინოექსპერტებთან მუშაობის საშუალებას აძლევს, რათა მათ საკუთარი ფილმები, რომლებიც წარმოების ბოლო ეტაპზე არიან, წარმატებით დაასრულონ.
ნიონის კრეატიული დოკუმენტური ფილმების ფესტივალის ფოკუსში შარშან საქართველო მოხვდა და ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც 21-ე საუკუნის ქართული დოკუმენტური კინოს რეტროსპექტივა ასე ფართოდ, საერთაშორისო მასშტაბით გაიმართა.
წელს ფესტივალი 15 - 23 აპრილს ჩატარდება.