ფონიჭალაში მომხდარი საზარელი დანაშაულის ახალი დეტალები
14:10:33     23-02-2016
გუშინ ზემო ფონიჭალაში საზარელი დანაშაული მოხდა. დედა-შვილი - 42 წლის ნინო რომანაძე და მისი 3 წლის გოგონა საკუთარ სახლში მოკლულები იპოვეს. დედას ყელი ჰქონდა გამოჭრილი, 3 წლის გოგონა კი ოთახში დაწვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მეზობლების გამოზახებულმა მეხანძრეებმა ქალი მისაღებში იპოვეს, ხოლო მცირეწლოვანი გოგონა საძინებელში დამწვარი ნახეს. თავდაპირველი ინფორმაცია ძარცვის შესახებ არ დადასტურდა. შსს-ს განცხადებით, თანხა და ოქროულობა სახლში გამოსაჩენ ადგილას იყო განთავსებული და წაღებული არ არის.
გარდაცვლილის მეზობლები მოკლულ ქალს დადებითად ახასიათებენ. ისინი აცხადებენ, რომ ნინო შვილსაც და 8 წლის გერსაც დიდი მზრუნველობით უვლიდა. გერს სკოლაში დაყვებოდა. და-ძმას ძალიან უყვარდათ ერთმანეთი, - ამბობენ მეზობლები.
მეზობლების თქმით, ყველა ძალიან დაბნეულია. "ქალი და ბავშვი ბინიდან გამოასვენეს და კინაღამ ჩვენც იქვე დავიხოცეთ, - ზეწრის ქვეშაც ჩანდა, რომ ნინო შიშველი და აშკარად ნაწამები იყო, ცალი მუხლი დასისხლიანებული ჰქონდა; არ ვიცი, ამის ჩამდენი სიკვდილით არ უნდა დაისაჯოს?!" - ამბობენ მეზობლები.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარი დანაშაულის ძიება 109 -ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას ითვალისწინებს.