"სახლში არსებული ძვირფასეულობის შესახებ მამიდაშვილმა და მეზობელმა იცოდნენ"
12:56:02     23-02-2016
ფონიჭალაში მოკლული ქალის ნინა რომანაძის მეუღლემ, ოთარ მამფორიამ, მეუღლისა და შვილის მკვლელობის შესახებ, რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ პირველ კომენტარი გააკეთა.
მამფორიას განცხადებით, ოჯახის წევრები სახლში მძინარე მდგომარეობაში დატოვა და მათი მკვლელობის ამბავი სამსახურში შეიტყო.
ოთარ მამფორია ამბობს, ის თავდაპირველად ძარცვის ვერსიას განიხილავდა, თუმცა სახლიდან ფული და ძვირფასეულობა წაღებული არაა. მისი განცხადებით, ოჯახს მტერი არ ჰყავდა, სახლში არსებული ძვირფასეულის შესახებ კი მამიდაშვილმა და მეზობელმა იცოდნენ. ოთარ მამფორია აცხადებს, რომ როდესაც პროკურატურას ხელჩასაჭიდი ვერაფერი უთხრა, მასზე მიიტანეს ეჭვი, თუმცა მისივე თქმით, ეს ვერსიაც მალე გამორიცხეს.
„რომ ვერ გაიგეს ვერაფერი, ბოლოს მითხრეს, რომ შენ მოკალიო. ვერაფერს გვეუბნები ხელჩასაჭიდს და მაგიტომო’’- აცხადებს მამაკაცი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ოფიციალურ ვერსიას არ ასაჯაროებენ, თუმცა შურისძიების შესაძლებლობას განიხილავენ. გარდაცვლილი ქალის და ბავშვის მეუღლე კი აცხადებს, რომ მას არავისთან კონფლიქტური ურთიერთობა არ ჰქონია.