ფონიჭალაში მომხდარ მკვლელობაზე მამაკაცის დაკითხვა დასრულდა

  11:19:41     23-02-2016

სახლი ფონიჭალაში, სადაც მკვლელობა მოხდა დალუქულია. მამაკაცის დაკითხვა, რომლის ცოლ-შვილიც გუშინ მოკლული იპოვეს, დღეს დილით, 5 საათზე დასრულდა. მან პოლიციის შენობა დატოვა. 

მეზობლები და ახლობლები მკვლელობის მოტივზე ვერ საუბრობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძარცვის ვერსია გუშინვე გამორიცხა.