The Hollywood Reporter: "ქართული არქიტექტურა ევროპული, აზიური და საბჭოური სტილის ნაზავია"

  11:01:31     23-02-2016

The Hollywood Reporter აქვეყნებს სტატიას საქართველოში, უკრაინაში, შვეიცარიასა და პორტუგალიაში ახალი კინო პროდუქციის წახალისების შესახებ. 

"გასულ კვირას ბერლინში იყვნენ რამდენიმე ქვეყნის წარმომადგებლები, რათა განეხილათ ახალი ინიციატივების წახალისება ევროპული კინოს ბაზარზე, რომლის მიზანიცაა ჰოლივუდთან კონკურენციის გაზრდა და სხვა საერთაშორისო გამოწვევები"- ნათქვამია The Hollywood Reporter-ის სტატიაში.

"საქართველო პირველი იყო პოსტსაბჭოთა სივრცეში, ბალტიის ქვეყნების შემდეგ, რომელმაც წახალისების სქემა განავითარა. გასულ წელს მათ დაანონსეს 20 პროცენტიანი და მეტი ფულადი ფასდაკლება "კინო საქართველოში" ხელშესაწყობად."

ეს იმ ფილმებს ეხება, რომლებიც საქართველოშია გადაღებული. მაგალითად, სადაც ჩანს საქართველოს დროშა, ან ღირსშესანიშნაობები. მოლოდინი იმისა, რომ ფილმში საქართველო პოზიტიური კუთხით იყოს წარმოჩენილი, არ არის, უთხრა  "ქართული ფილმის" კომისიის წევრმა დავით ვაშაძემ The Hollywood Reporter-ს. 

"სააპლიკაციო პროცესი მთლიანად ონლაინ არის, მონაწილეებს შეუძლიათ გაგზავნონ სცენარი და მოთხოვნები. ფონდი ყალიბდება 90 დღის განმავლობაში და წარადგენს ანგარიშს", - განმარტა მან. 

საქართველო ახალგაზრდა ხელოვანებს  სთავაზობს არქიტექტურას, რომელიც არის  ევროპული, აზიური და საბჭოური სტილის ნაზავი. ბუნებას, მაღალი მთებიდან უდაბნოებამდე და ზღვის სანაპიროებამდე. 

წახალისების სქემამ უკვე მოიზიდა ორი პროექტი - ბოლივუდური ფილმი და ამერიკული ინტერნეტ შოუს საპილოტე ვერსია.