ჯონ სტაინბეკის თვალით დანახული საქართველო - ისტორიული ფოტოები
23:30:36     21-02-2016
1947 წელს ამერიკელმა მწერალმა ჯონ სტაინბეკმა ფოტოკორესპონდენტ რობერტ კაპასთან ერთად საბჭოთა კავშირში ორი თვე იმოგზაურა. მოსკოვის, სტალინგრადის, კიევისა და უკრაინის რამდენიმე სოფლის მონახულების შემდეგ ამერიკელები თბილისს და საქართველოს ესტუმრნენ.
„რკინის ფარდის მიღმა“ განცდილი ემოციები სტაინბეკმა ერთი წლის შემდეგ წიგნად გამოსცა და „რუსული დღიური“ (A Russian Journal) უწოდა, რომელსაც თან ერთვოდა რობერტ კაპას ძალიან საინტერესო ფოტოები.
გთავაზობთ ნაწყვეტს წიგნიდან:
"სადაც არ უნდა ვყოფილიყავით, მოსკოვში, უკრაინასა თუ სტალინგრადში, ყველგან გამუდმებით საქართველოს ჯადოსნური სახელი გვესმოდა. ისინიც კი, ვინც არასდროს ყოფილან იქ, საქართველოზე მონუსხულები აღტაცებით საუბრობდნენ.
ისინი ქართველებზე ისე ყვებოდნენ, როგორც სუპერმენებზე. დიდებული მსმელები არიან, დიდებული მოცეკვავეები, დიდებული მომღერლები, დიდებული მშრომელები და საყვარლებიო. თან ისე ლაპარაკობდნენ, თითქოს ეს კავკასიის მთებსა და შავ ზღვას შორის მოქცეული ქვეყანა მეორე სამოთხე იყოს.
ეგ კი არა, ისიც გვგონია, რომ ბევრ რუსს სჯერა: წესიერად და პატიოსნად თუ იცხოვრებს, სიკვდილის შემდეგ სამოთხეში კი არა, საქართველოში მოხვდება.
საბჭოთა კავშირის კეთილდღეობაში დიდი ღვაწლის შეტანისთვის ადამიანი საქართველოში მოგზაურობით ჯილდოვდება...
ქართველებს სხვანაირი გარეგნობა აქვთ: შავგვრემანები არიან, ბოშებს წააგვანან, ელვარე კბილები და გრძელი, ლამაზი ცხვირი აქვთ, თმა - ტალღოვანი. თითქმის ყველა კაცი ულვაშს ატარებს და ისინი ქალებზე ბევრად მიმზიდველები არიან - გამხდრები, ენერგიულები, შავი თვალები უციმციმებთ.
ფიცხი, ამაყი და მხიარული ხალხია. რუსები აღტაცებულნი არიან მათით. ყოველთვის ქართველების ძალასა და ენერგიაზე, მათ მოხერხებულობაზე ლაპარაკობენ - დიდებული კავალერები და კარგი მებრძოლები არიანო.
ქართველი კაცები რუს ქალებს შორის დიდი მოწონებით სარგებლობენ. პოეტი ხალხია, კარგი მოცეკვავეები და მომღერლები და როგორც ამბობენ, დიდებული საყვარლებიც".
იხ. ფოტოები დღიურიდან: