უმბერტო ეკოს უკანასკნელი წიგნი მაისში გამოვა
22:32:55     20-02-2016
უმბერტო ეკოს უკანასკნელი წიგნი "Pape Satan aleppe" მაისში იტალიაში გამოქვეყნდება. გამომცემლის ინფორმაციით, 19 თებერვალს გარდაცვლილმა მწერალმა წიგნის დასრულებაც მოასწრო და რედაქტირებაც, რის შემდეგაც სრული ტექსტი საგამომცემლო სახლს გადასცა.
დიდი იტალიელი მწერალი 84 წლის ასაკში გუშინ გარდაიცვალა. მისი 1980 წელს გამოცემული წიგნი "ვარდის სახელი" ბესტსელერი გახდა, რომელმაც მწერალს სახელი და დიდება მოუტანა. უმბერტო ეკოს აგრეთვე ეკუთვნის რომანები: "გუშინდელი დღის კუნძული", "ბაუდოლინო", "დედოფალ ლოანას საიდუმლო ვნებანი" და სხვა.