ჰარპერ ლი გარდაიცვალა

  00:59:17     20-02-2016

ამერიკელი მწერალი ჰარპერ ლი გარდაიცვალა. ის 89 წლის ასაკში დაიღუპა. მწერლის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია პირველად წიგნების მაღაზია Book Shoppe-მა თავის საიტზე გაავრცელა. ეს წიგნების მაღაზია ალაბამაში, მწერლის მშობლიურ ქალაქ მონროვილში მდებარეობს.

მწერალი რომელიც რომან "ნუ მოკლავ ჯაფარათია" ცნობილი, ბოლო 55 წელი ახალ ნაწარმოებებს აღარ აქვეყნებდა, მაგრამ ის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკელ მწერლად ითვლება. ჰარპერ ლი 1961 წელს პულიცერის პრემიით დააჯილდოვეს. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშ-უმცროსმა მას თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი გადასცა, ხოლო ბარაკ ობამამ - ეროვნული მედალი ლიტარატურის დარგში.

ლი მონროვილში 1926 წლის 28 აპრილს დაიბადა. დაამთავრა ალაბამას უნივერსიტეტი და შემდეგ ნიუ-იორკში გადავიდა, სადაც სიკვდილამდე ცხოვრობდა.