შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
10:53:10     19-02-2016
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის 1-ლი განყოფილების თანამშრომლებმა,
ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარების
ბრალდებით, წარსულში იგივე დანაშაულისთვის ნასამართლევი 1961 წელს
დაბადებული მამუკა რ. თბილისში თამარაშვილის ქუჩაზე დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას „ტე-ტე“-ს ტიპის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ერთი მჭიდი და 8 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს. (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).