ბენზინგასამართ სადგურზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს ამ დრომდე ეძებენ

  10:30:35     17-02-2016

ამ დრომდე ეძებენ ბენზინგასამართ სადგურზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს, რომლებმაც გუშინ 49 წლის მამაკაცი მოკლეს, 46 წლის კი დაჭრეს.

ბენზინსაგამართი სადგურის მფლობელ ძმებს თავს რამდენიმე პირი დაესხა, რომელთაგან პოლიციამ მხოლოდ ერთი დააკავა შემთხვევის ადგილზე.

ამ დრომდე უცნობია მკვლელობის მოტივი.

დაჭრილი საავადმყოფოშია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ხოლო გარდაცვლილი პროზექტურიდან უკვე გადაასვენეს.

საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა.