ქობულეთში მამამ 4 წლის ბავშვზე იძალადა - რას აცხადებენ ექიმები?

  23:11:45     16-02-2016

ქობულეთში მამამ 4 წლის ბავშვი იძალადა. ინფორმაციას "პია.ჯი" ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ბავშვი სასტიკად ნაცემია.

ამ წუთებში ბავშვი სოციალურ მუშაკთან და სამართალდამცავებთან ერთად ბათუმის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ჰყავთ გადაყვანილი.

ქობულეთის სამედიცინო ცენტრის ექიმი ირაკლი ბეჟანიძე აცხადებს, რომ პატარას სისხლჩაქცევა ორივე ბარძაყზე და თავის მიდამოებში აღენიშნებოდა. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა მამის მხრიდან ბავშვზე ძალადობის მიზეზი.

შსს-ს განმარტებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მორე ნაწილით დაიწყო, რაც 1-დან 3 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.