ომი ახლო აღმოსავლეთში - რისთვის ემზადებიან თურქეთი და საუდის არაბეთი?
12:26:43     16-02-2016
თურქეთმა
და საუდის არაბეთმა სამხედრო-საავიაციო ძალების ერთობლივი წვრთნები
დაიწყო. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იტყობინება. ხუთდღიანი სწავლება 15
თებერვალს დაიწყო და მასში საუდის არაბეთის ექვსი მოიერიშე
თვითმფრინავი F-15 მონაწილეობს.
სწავლების მონაწილეები ირწმუნებიან, რომ მათი მიზანი ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის განმტკიცებაა. წვრთნები თურქეთის ცენტრალურ რეგიონში - კონიაში ჩატარდება.
ერთობლივი სწავლება მას შემდეგ დაიწყო, რაც საუდის არაბეთის სამხედრო წარმომადგენელმა, ბრიგადის გენერალმა აჰმედ ალ-ასირიმ განაცხადა, რომ ერ-რიადი თურქეთის სამხრეთ ნაწილში, ინჯირლიკის ბაზაზე სამხედრო თვითმფრინავებს აგზავნის. გენერალმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი მის ქვეყანას "ისლამურ სახელმწიფოსთან" საბრძოლველად სჭირდება. ალ-ასირის უფრო ძველი განცხადების მიხედვით კი, საუდის არაბეთის მოიერიშეები თურქეთის თვითმფრინავებთან ერთად, სირიის ქალაქ რაქაზე მიიტანენ იერიშს, რომელიც "ისლამური სახელმწიფოს" დედაქალაქად ითვლება.
ოფიციალური ანკარის განცხადებით, რომელმაც ინჯირლიკში საუდის არაბეთის თვითმფრინავების გამოჩენა დაანონსა, შესაძლოა ორმა ქვეყანამ სირიის წინააღმდეგ ერთობლივი ოპერაცია დაიწყოს. თავის მხრივ, ოფიციალური დამასკო აცხადებს, რომ ნებისმიერი შეჭრა სირიის ტერიტორიაზე, რომელიც არ იქნება ქვეყნის ოფიციალურ ხელისუფლებასთან შეთანხმებული, სახელმწიფოს ოკუპაციად ჩაითვლება.