
"გადარჩენილი“ "ბაფტას" ტრიუმფატორი გახდა
12:36:58     15-02-2016
ინიარიტუს გახმაურებული სურათი „გადარჩენილი“ "ბაფტას" ტრიუმფატორი გახდა. ფილმი ბრიტანეთის კინოსა და ტელევიზიის პრემიაზე 8 ნომინაციაში იყო წარდგენილი.
აქედან „გადარჩენილმა“ პრესტიჟული ჯილდო 5 ნომინაციაში მოიპოვა. "ბაფტამ" „გადარჩენილი“ წლის საუკეთესო ფილმად, ინიარიტუ კი საუკეთესო რეჟისორად აღიარა.
უპრიზოდ არც მთავარი როლის შემსრულებელი ლეონარდო დიკაპრიო დარჩენილა, რომელიც წლევანდელი „ოსკარის“ ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად მოიაზრება.