
გაფიცვა ქსანში - მინის ტარის მწარმოებელი ქარხნის მუშების ულტიმატუმი
09:47:40     15-02-2016
გაფიცვა ქსანში. ქსნის მინის ტარის მწარმოებელი ქარხნის მუშები უკვე რამდენიმე დღეა გაფიცულები არიან. მუშები ხელფასების 30 %-ით გაზრდას, კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმებასა და ადგილობრივი პროფკავშირებისათვის სამუშაო სივრცის გამოყოფას ითხოვენ.
აღსანიშნავია რომ მუშათა მოთხოვნას ხელფასების გაზრდის თაობაზე, წინ ქარხანაში საწარმოო სიმძლავრეების ორჯერ გაზრდა უძღოდა.
თუმცა, მუშათა მცირე ნაწილს 6 დღის განმავლობაში ჰქონდა აღებული პასუხისმგებლობა საწარმოს წინაშე, რათა არ დაეშვათ ღუმელის გაჩერება, რაც საწარმოს პარალიზებას გამოიწვევდა.
თუმცა, 11 თებერვალს, ადმინისტრაციის მხრიდან მუშებმა სრულად მოიხსნეს პასუხისმგებლობა საწარმოს წინაშე და უარი განაცხადეს ღუმელის ფუნქციონირების საკუთარი ძალებით შენარჩუნებაზე.
გაფიცულები ამტკიცებენ რომ მინის ტარის მწარმოებელი ქარხნის ხელმძღვანელობა მოლაპარაკებებს განზრახ აჭიანურებს.