პატიმართა მასშტაბური ბუნტი მექსიკაში - გარდაცვლილია 50 ადამიანი

  14:42:57     12-02-2016

მექსიკის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ მონტერეის ერთ-ერთ ციხეში პატიმართა ბუნტს 50 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებული კი 70-ზე მეტია. გარდაცვლილთა შორის ციხის თანამშრომლებიც არიან. ბუნტი ციხეში გვიან ღამით დაიწყო, შენობაში გაჩნდა ცეცხლი.

გავრცელებული ინფორმაციით, ისმოდა აფეთქებების ხმაც.

არეულობის პარალელურად, სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან დაკავებულების ასობით ნათესავი შეიკრიბა, ისინი მომხდარში ციხის ადმინისტრაციას ადანაშაულებენ.

BCC-ის ცნობით,ზოგიერთმა პატიმარმა გაქცევა მოახერხა.

ინციდენტი რომის პაპის მექსიკაში ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა.