სირიაში ბრძოლები შეწყდება - "ეს არ შეეხება "ისლამურ სახელმწიფოს"

  10:55:02     12-02-2016

გუშინ, გერმანიის ქალაქ მიუნხენში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები სირიის კონფლიქტის შესახებ, რომელიც კონკრეტული გადაწყვეტილებით დასრულდა.

სირიაში შეწყდება ბრძოლები და გაფართოვდება ჰუმანიტარული არეალი, თუმცა, სამშვიდობო ხელშეკრულება არ შეეხება ტერორისტულ დაჯგუფებებს.

ამერიკის გენერალურმა მდივანმა ჯონ კერიმ მოლაპარაკებებისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს შეთანხმება "ისლამურ სახელმწიფოზე" არ ვრეცლდება, არც "ნუსრის ფრონტსა" და ქვეყანაში მომძლავრებულ სხვა ტერორისტულ დაჯგუფებებზე.

კერის რუსმა კოლეგამ სერგეი ლავროვმა, თავის მხრივ გამოხატა   შეშფოთება, რომ სახემელეთო ოპერაციამ "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ შესაძლოა პირიქით გაამწვავოს კონფლიქტი.

სამშვიდობო ხელშეკრულებაზე ყველა მხარე დათანხმდა.

"მოვალეობები ფურცელზეა დაფიქსირებულია, თუმცაღა მთავარი გამოცდა ისაა, შეასრულებენ თუ არა მათ ქვეყნები."- აღნიშნა კერიმ.

"ჩვენ შევთანხმდით, რომ ერთი კვირის მანძილზე მოვამზადოთ პირობები, რომლებიც განსაზღვრავენ შეიარაღებული მოქმედებების შეწყვეტის რეჟიმს. ვფიქრობთ, ამ დროში სირიის ხელისუფლება მიიღებს გადაწყვეტილებას კონფლიქტის შეწყვეტის აუცილებლობის შესახებ. პირობები ერთი ჯგუფის მიერაა მომზადებული, რომელიც რუსეთისა და ამერიკის დაკვირვების ქვეშ მუშაობდა", - განაცხადა ლავროვმა.

თუმცა კერისა და ლავროვის ბრიტანელი კოლეგის ფილიპ ჰეიმონდის განცხადებით, შეთანხმება დაცული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევში, თუ რუსეთი შეწყვეტს ბაშარ ასადის სამხედრო ძალის მხარდაჭერას.

დიპლომატის თქმით, არა რუსეთმა, არამედ გაეროს სამშვიდობოებმა უნდა უზრუნველყონ ჰუმანიტარულ მისიასთან წვდომა კონფლიქტის მთელ ტერიტორიაზე. 

მიუნხენის მოლაპარაკებები პოზიტიურად შეაფასა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ.