NATO მასშტაბურ საზღვაო ოპერაციას იწყებს
17:29:03     11-02-2016
BBC-ის ინფორმაციით, NATO იწყებს მასშტაბურ საზღვაო ოპერაციას კონტრაბანდისტებთან საბრძოლველად, რომლებსაც მიგრანტები ევროპაში უკანონოდ გადაჰყავთ. გადაწყვეტილება ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.
"ახლა NATO გზავნის მუდმივ საზღვაო ჯგუფს ეგეოსის ზღვაზე და დაუყოვნებლივ იწყებს დაკვირვებას", - განაცხადა სტოლტენბერგმა.
"საუბარი არ არის იმაზე, რომ შევაჩეროთ ან უკან გავგზავნოთ ლტოლვილთა ნავები. NATO შეძლებს მოიპოვოს ძირითადი ინფორმაცია და მონაცემები, რომ დაეხმაროს ლტოლვილებს კონტრაბანდისტების დანაშაულებრივ სქემასთან ბრძოლაში", - დაამატა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.
Associated Press-ის ინფორმაციით, რეგიონში სამი საბრძოლო ხომალდი გაემგზავრება გერმანული ეკიპაჟით.
როგორც ცნობილია, გადაწყვეტილება თურქეთის, გერმანიისა და საბერძნეთის თხოვნითაა მიღებული.
სწორედ ამ სამ ქვეყანას მოიუწია მიგრანტების კრიზისისას ყველაზე მეტი ლტოლვილის შეფარება. თურქეთი და საბერძნეთი ერთგვარი სასაზღვრო ქვეყნებია სირიელი მიგრანტებისთვის დანარჩენ ევროპაში შესაღწევად, მათი მთავარი თავმოყრის ადგილი კი გერმანიაა.