
ბარათაშვილის ხიდთან მამაკაცი დაჭრეს
16:52:14 11-02-2016
დღეს,თბილისში, ბარათაშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა მიწისქვეშა გადასასვლელში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებული მამაკაცი სავაჭრო ობიექტის მფლობელია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შსს-მ გამოძიება 118-ე, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.