"ამ პატარა სახელმწიფომ გლობალური უსაფრთხოების მხარდაჭერა განამტკიცა”
12:08:23     11-02-2016
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ბლოგზე საერთაშორისო მისიებში მონაწილე ქართველი ჯარისკაცების შესახებ სტატია გამოქვეყნდა.
“ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რამდენჯერაც სთხოვა სახელმწიფოებს, შეეტანათ წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, საქართველომ თხოვნას დადებითად უპასუხა. ერაყსა თუ ავღანეთში, აღმოსავლეთ ევროპასა და დასავლეთ აზიის გზაჯვარედინზე მდებარე ამ პატარა სახელმწიფომ გლობალური უსაფრთხოების მხარდაჭერა გააძლიერა”, - წერს სტატიის ავტორი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სამხედრო-პოლიტიკურ საქმეთა ბიუროს ანალიტიკოსი რენი სილვა. სტატიის მიხედვით, საქართველო ავღანეთში აშშ-ის შემდეგ მეორე უმსხვილესი კონტრიბუტორია. რენი სილვა ხაზს უსვამს, რომ ავღანეთში მსაუხრობისას დაიღუპა 31 ქართველი სამხედრო, 282 კი საბრძოლო მოქმედებებში დაშავდა.
„საქართველოს შეიარაღებული ძალები მსოფლიოს სახიფათო რეგიონებში ამერიკული ძალების მხარდამხარ სამსახურს განაგრძობს. აშშ ეხმარება საქართველოს, იზრუნოს ბრძოლიდან შინ დაბრუნებულ ჯარისკაცებზე. 1998 წლიდან დღემდე საქართველომ საერთაშორისო სამხედრო დახმარების პროგრამის ფარგლებში 220 მილიონ დოლარზე მეტი მიიღო. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნული პროგრამის თანხებს აღჭურვილობისა და წვრთნის, აგრეთვე მრჩეველთა დაქირავებისათვის იყენებს, რათა საქართველომ დაშავებულ ჯარისკაცებზე უკეთ იზრუნოს," - ნათქვამია სტატიაში.