"რუსეთის მოქმედებების შედეგად, სირიაში მშვიდობიანი მოქალაქეები იღუპებიან"
10:55:09     11-02-2016
აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ვაშინგტონს არ აქვს მონაცემები სირიაში რუსული სახმელეთო ძალების შესახებ. ამის შესახებ პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სტივენ უორენმა 10 თებერვალს ისაუბრა.
"ჩვენ არ გვაქვს მტკიცებულებები იმისა, რომ რუსები იქ იმყოფებიან, მაგრამ ისინი ჰაერიდან ბომბავენ ქალაქებს", - განაცხადა უორენმა. ამასთანავე აღნიშნა, რომ ამერიკულ მხარეს ასევე არ აქვს ინფორმაცია რუსული ავიაძალების სამომავლო იერიშების შესახებ სირიის ქალაქ ალეპოზე.
10 თებერვალსვე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა გამოეხმაურა ამერიკის სამხელმწიფო მდივნის ჯონ კერიოს განცხადებას, როდესაც მან განაცხადა, რომ რუსული ავიაჯგუფების მოქმედებების შედეგად სირიაში მშვიდობიანი მოქალაქეები იღუპებიან.
"ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებები დაუშვებელია. როგორც ყოველთვის, არანაირი მონაცემი, ფაქტის ამსახველი ფოტოები და სანდო ინფორმაცია, რომელიც ამ განცხადებას დაადასტურებდა რუსული მხარისთვის არ წარუდგენიათ", - ირწმუნება ზახაროვა.
9 თებერვლას კი ანალოგიური განცხადებით რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი გამოვიდა. მან კომენტირება ანგელა მერკელის სიტყვებს გაუკეთა, როცა კერის მსგავსად გერმანიის კანცლერმაც დაადანაშაულა რუსეთი სირიაში უდანაშაულო ადამიანების დახოცვაში.