გორში მამაკაცმა ყოფილი ცოლი და მისი მეორე ქმარი მოკლა (დეტალები)
13:13:44     10-02-2016
გავრცელებული ინფორმაციით, წუხელ გვიან ღამით გორში ცოლ-ქმარი მოკლეს. ირკვევა, რომ 1966 წელს დაბადებულმა კ. ქისიშვილმა ჯერ ყოფილი ცოლის ქმარს გ. ჯაგიევს, შემდეგ კი ყოფილ ცოლს ესროლა.
ინციდენტი ღამის 2 საათზე თვითმხილველების თვალწინ მოხდა. ღამით ყოფილ მეუღლეებს ისრაელიდან 28 წლის ბიჭი გარდაცვლილი ჩამოუსვენეს.
მკვლელობაში ბრალდებული კ. ქისიშვილი ყოფილი ცოლის სახლში, გარდაცვლილი შვილის ჩამოსვენების დროს მივიდა. ჩამოსვენებას მეორე ქმარიც, გ. ჯაგიევიც ესწრებოდა.
"უკვე ყველაფერი დამთავრებული იყო, როცა ხალხი ნელ-ნელა დაიშალა და სახლებში წავიდა. ამ დროს სროლა ატყდა. მკვლელმა იარაღი თავში ჯერ მეორე ქმარს ესროლა, შემდეგ ყოფილ ცოლს. თავიდან ტყვია ასცდა ცოლს და გაქცევა სცადა, მაგრამ დაეწია ყოფილი ქმარი და ზურგიდან დაახალა" - აცხადებენ "ქართლი.ჯისთან" თვითმხილველები.