დიდ დიღომში მომხდარი მკვლელობა გახსნილია - დაკავებულია ორი მამაკაცი

  13:10:22     10-02-2016

სამართალდამცველებმა გუშინ დიდ დიღომში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული პირი 1987 წელს დაბადებული გიორგი ქ. დააკავეს. ასევე დაკავებულია 1986 წელს დაბადებული ჯამბულატ დ, რომელსაც ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობაში ედება.

შეგახსენებთ, მკვლელობა გუშინ გამთენიისას პეტრიწის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

შსს-ს ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით გულმკერდის არეში დაიჭრა 1987 წელს დაბადებული მინდია ბ., რომელიც საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. ბრალდებული და ჯამბულატ დ., რომელიც გარდაცვლილს თან ახლდა და დანაშაულს შეესწრო, შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ჯამბულატ დ.-მ მომხდარი ფაქტის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა და ქვეყნის დატოვებას შეეცადა.სამართალდამცველებმა ჯამბულატ დ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, თბილისში, ხოლო გიორგი ქ. მეორე დღეს, საგარეჯოს რაიონის სოფელ ნინოწმინდაში დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე და 376-ე მუხლებით)-აღნუშნულია შსს-ს განცხადებაში.