ორმაგი მკვლელობა გორში - უცნობმა პირმა ქალბატონი და მამაკაცი მოკლა
12:25:23     10-02-2016
სასწრაფოდ, გორში, ცეცხლსასროლი იარაღით უცნობმა პირმა ქალბატონი და მისი თანმხლები მამაკაცი მოკლა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ქალაქის ცენტრში მოხდა.
ერთერთი ვერსიით, მოკლულმა ქალბატონმა ისრაელიდან შვილის ცხედარი ჩამოასვენა, რა დროსაც მას და მის თანმხლებ პირს ეჭვმიტანილი გზაზე დახვდა და ცეცხლი გაუხსნა.
დაჭრილები ადგილზევე გარდაიცვალნენ.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინაროებს. ეჭვმიტანილი, რომელიც პოლიციის ვერსიით შესაძლოა, მოკლული ქალბატონის ქმარი იყოს, დაკავებული არ არის.