ნამდვილი სულიერი სიმტკიცე - შშმ სამხედროების სექსუალური ფოტოსესია

  23:48:13     09-02-2016

კალიფორნიელმა ფოტოგრაფმა მაიკლ სტოკსმა გადაწყვიტა დაემსხვრია მითი იმის შესახებ, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მამაკაცები არ არიან სექსუალურები. სტოსკმა აიძულა მნახველებს  სხეულის ამპუტირებული და პროთეზიანი ზონისთვის შეეხედათ არა სიბრალულითა და ტკივილით, არამედ როგორც ხელოვნების ნიმუშისათვის.

„ზოგიერთი მეუბნება: „ო, ეს ნამდვილად სასარგებლოა მათი თვითშეფასებისათვის“ ან „თქვენ აძლევთ საშუალებას მათ ნამდვილ მამაკაცებად იგრძნონ თავი “...  რეალურად ეს მამაკაცები მოვიდნენ ჩემთან იმის დასამტკიცებლად, რომ მთავარი სულის სიმტკიცე და სიძლიერეა, სხვა ყველაფერი კი დალაგდება“, - ამბობს პროექტის ავტორი.

მაიკლ სტოკსმა დაანახა საზოგადოებას, რომ ტრავმების მიუხედავად შესაძლოა იცხოვრო სრულფასოვნად, გიყვარდეს საკუთარი თავი და ამაყობდე შენი სხეულით.

იხ. ფოტოები: