"მაგდა პაპიძეს წიგნები რომ ჰქონდა, ძირითადად მკვლელობებზე იყო"

  22:47:37     08-02-2016

ჟურნალისტი რუსა გვაზავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რითაც მაგდა პაპიძის გახმაურებულ საქმეს ეხმიანება. გთავაზობთ სტატუსს უცვლელად:

"სანდო წყაროზე დაყრდნობით გავიგე, რომ 20 დეკემბერს, გამთენიისას, დიღომში, ფერაძის ქუჩაზე, მომხდარი მამაშვილ ქაფიაშვილების მკვლელობის შემდეგ არ იყო გასული რამდენიმე ხანიც კი, რომ მაგდა პაპიძის და და დედა ანუ მისი ოჯახის წევრები ქაფიაშვილების ოჯახს მაგადა პაპიძის პირადი ნივთების დაბრუნებას სთხოვდნენ განუწყვეტლივ.

მათ შორის, თურმე მაგდა პაპიძის წიგნებიც გახდა მისივე ოჯახის წევრების მოთხოვნის საგანი.

ურეკავენ ომარ ქაფიაშვილის დედას თურმე, და სთხოვენ ხან მაგდა პაპიძის თეთრეულის მიტანას,ლეიბების და საბნებისაც და ხან მაგდას წიგნების და მათ შორის იმ ნივთებისაც რაც ერთობლივი ცხოვრების დროს შეიძინეს.

როგორც ასევე მითხრეს მაგდას წიგნები თურმე ძირითადად დედეტექტიურ გამოძიებებზე ქონდა და როგორც წყარო გვეუბნება, როცა მან გადახედა ამ წიგნებს ის ძირითადად მკვლელობებზე იყო".