ტრანსგენდერი ქალი, ბიანკა შიგუროვა გარდაცვლილი იპოვეს

  15:52:21     04-02-2016

ტრანსგენდერი ქალი, ბიანკა შიგუროვა მეტრომშენის დასახლებაში, საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას "17 მაისი" ავრცელებს. მეზობლების ინფორმაციით, ის, სავარაუდოდ, 3-4 დღის წინ დაიღუპა. თუმცა, მისი ცხედარი დღეს აღმოაჩინეს.

ბიანკა შიგუროვას დაღუპვის მიზეზად ამ ეტაპზე გაზის გაჟონვა სახელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტს ადასტურებს. უწყების ინფორმაციით, ცხედარს დაზიანებები არ აღენიშნებოდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.