კახეთში 22 წლის ბიჭმა 14 წლის გოგონა სანადირო თოფით დაჭრა

  12:43:32     03-02-2016

კახეთში, ახმეტის რაიონის სოფელ მატანში, 22 წლის წლის ბიჭმა 14 წლის გოგონა სანადირო თოფით დაჭრა. 

გოგონას მუცლისა და მენჯის ღრუში მძიმე ჭრილობა აღენიშნება, მას უკვე ჩაუტარდა გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ახმეტის რაიონულ საავადმყოფოში, რის შემდეგაც ის თბილისში გადმოიყვანეს და ახლა იაშვილის საავადმყოფოში იმყოფება. 

როგორც ცნობილია ,ახალგაზრდები მეზობლები არიან, ბიჭს  თოფი შემთხვევით გაუვარდა და გოგონა დაჭრა. 

ახალგაზრდა უკვე დაკავებულია და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.