"ალუბლის გული" - უგემრიელესი და მარტივად გამოსაცხობი ორცხობილა
23:33:14     02-02-2016
თუ თქვენ რომანტიული განწყობა დაგყვებათ ან უბრალოდ გსურთ ლამაზი და გემრიელი რამ გამოაცხოთ, მაშინ ეს რეცეპტი თქვენთვისაა! გთავაზობთ ორცხობილა - „ალუბლის გულის“ რეცეპტს.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
500 გ. გამზადებული ფენოვანი ცომი;
250 გ. ალუბლის მურაბა, თავისი წვენით;
1 ც. კვერცხი;
შაქარი.
მომზადება:
გაალღვეთ ცომი და გააბრტყელეთ, 3 მმ - ოპტიმალური სისქეა;
ალუბალი გადადეთ სხვა თეფშზე, ხოლო წვენი არ გადაასხათ(დაგჭირდებათ სხვა რამისთვისაც); ალუბალი დაჭერით პატარა ნაწილებათ, რათა შემდგომ ფორმირება ადვილი გახდეს;
ცომისგან გამოჭერით გულის ფორმები;
ცომის ერთ ნაჭერზე დაყარეთ ალუბლის მასა, ხოლო მეორე ნაჭერი ზემოდან დაადეთ. ზედა ფენას შეგიძლიათ ლამაზი ფორმა ამოუჭრათ ცოტათი ან უბრალოდ ჯვრის ფორმა მისცეთ;
ცომის ნაჭრების კიდეები ჩანგლის დაჭერით შეართეთ. ზემოდან წაუსვით ათქვეფილი კვერცხი და მოაყარეთ შაქარი;
ორცხობილა მოათავსეთ პერგამენტის ქაღალდით დაფენილ ფორმაზე და 20 წუთის განმავლობაში, 180 გრადუსზე გამოაცხვეთ. ბოლოს ოქროსფერი შეფერილობა უნდა მიიღოს.
გემრიელად მიირთვით!
იხ. ფოტოები: