ლეონარდო დიკაპრიო პუტინის შესახებ გადაღებულ ფილმში მიიღებს მონაწილეობას
17:25:17     02-02-2016
Knightsbridge Entertainment-ის წყაროზე დაყრდნობით უცხოურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლეონარდო დიკაპრიომ გამოთქვა წინასწარი თანხმობა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შესახებ გადაღებულ ფილმში მონაწილეობაზე.
გადაღებები 2016 წლის გაზაფხულზე დაიწყება. ერთი წლის შემდეგ კი ფილმი კინოგაქირავებაში ჩაეშვება. გადაღებები ამერიკაში, რუსეთსა და ევროპაშია დაგეგმილი.
Knightsbridge Entertainment-ის მენეჯერის განცხადებით, ფილმზე მუშაობა ჯერ კიდევ 2015 წელს დაიწყო და სცენარი თითქმის დასრულებულია. ფილმში დიკაპრიოს გარდა, სხვა ჰოლივუდელი ვარსკვლავებიც მიიღებენ მონაწილეობას, რომელთა ვინაობაც ჯერჯერობით უცნობია.
როგორც ცნობილია, ფილმის შესახებ უკვე იცის რუსეთისის პრეზიდენტმაც. იანვრის დასაწყისში ერთ-ერთ გერმანულ გაზეთთან ინტერვიუში დიკაპრიო გამოტყდა, რომ სურდა პუტინის როლი ეთამაშა. მისთვის ასევე საინტერესო იყო ვლადიმერ ლენინისა და გრიგორი რასპუტინის პერსონაჟებიც.
შეგახსენებთ, რომ 41 წლის დიკაპრიო 2016 წლის ოსკარზების ცერემონიაზე "საუკეთესო მსახიობი მამაკაცის" ჯილდოზეა ნომინირებული.