"მომხდარი არ ამცირებს იმ პატივისცემას, რაც აშშ-ს ქართველი სამხედროების მიმართ აქვს"
10:43:47     01-02-2016
ცენტრალურ აფრიკაში სხვა ქვეყნების სამშვიდობოებთან ერთად სექსუალურ ძალადობაში ქართველი სამხედროების სავარაუდო მონაწილეობაზე კომენტარი საქართველოში შეერთებული შტატების ელჩმა - იან კელიმ გააკეთა.
ელჩის განცხადებით, მომხდარი არ ამცირებს იმ პატივისცემას, რაც შეერთებულ შტატებს ქართველი სამხედროების მიმართ აქვს, მათი საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში შეტანილი წვლილის გამო.
"დიდ პატივს ვცემთ ქართველ სამხედროებს და მათ წვლილს საერთაშორისო მშვიდობაში. რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო იქნებოდა იმის გაგება, რომ რამდენიმე ჯარისკაცი დამნაშავეა, თუმცა ეს არ ამცირებს იმ უზარმაზარ პატივისცემას, რომელიც ქართველი ჯარისკაცების მიმართ ჩვენ გვაქვს," - განაცხადა კელიმ.