რას წერს The Guardian თბილისის განახლებული ოპერის შესახებ

  11:10:54     28-01-2016

The Guardian აქვეყნებს სტატიას თბილისის განახლებული ოპერისა და ბალეტის თეატრის შესახებ სათაურით - " ხელახლა გახსნილი თბილისის ოპერა, რომელიც გადაურჩა, ცარიზმს, საბჭოეთსა და სამოქალაქო ომს". გთავაზობთ სტატიის თარგმანს. 

ზურაბ ლომიძე თბილისის სამოქალაქო ომისას, 1991 წელს იყო ოპერის დირექტორი და იმ დროს როცა გარეთ, რუსთაველის გამზირზე ბრძოლა იყო, ის და მისი თანამშრომლები შენობის შიგნით დარჩნენ და ცდილობდნენ მის დაცვას.

"ერთ დღეს შეიარაღებული ადამიანების ჯგუფი მოაწყდა შენობას, მათ წინა კარს ესროლეს და გვეუბნებოდნენ რომ ოპერაში უნდოდათ თავშესაფარი"- იხსენებს ზურაბი.

"როცა ისინი წავიდნენ კარი და კედლები დაცხრილული იყო. როცა ხელახლა გავიხსენით ბრძოლის შემდეგ მე მინდოდა კედელი მინით დამეფარა და დიდი ნიშანი გამომეკრა: "აი, როგორ ექცევიან კულტურას" .

სანამ საქართველო პოსტსაბჭოთა არეულობაში გაეხვეოდა, თბილისის ოპერა მანამდე დაიწვა ორჯერ.

შემდეგ კი თითქმის მუხლებზე იყო დაცემული, იმიტომ რომ ბიუჯეტი არ ჰქონდა. ახლა კი ოპერისა და ბალეტის თეატრის 165 წლიანი ერა თავიდან იწყება. ამ კვირას ოპერა გახსნის კარს, ექვსწლიანი მრავალმილიონიანი სარემონტო სამუშაოების შემდეგ, რომელიც ქვეყნის უმდიდრესმა ადამიანმა და ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა დააფინანსა.

"ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს იქნება საქართველოს კულტურული ხელახალა დაბადების მომენტი"- ამბობს ნინო ანანიაშვილი, საქართველოს სახელმწიფო ბალეტის ხელმძღვანელი. "კულტურა ეს ჩვენი სახეა"- ამატებს ის. 

გრანდიოზულ გახსნამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი. მსახიობები ფინალური რეპეტიციისთვის კოსტიუმებს ირგებენ. სეზონს ტრადიციულად "აბესალომ და ეთერი" ხსნის. ლომიძე, რომელიც ახლა ოპერის ტექნიკური დირექტორია, ამოწმებს ხომ ანათებს 800-ვე ნათურა, უზარმაზარ 3.5 ტონიან ჭაღზე, რომელიც თეატრის ჰოლში გვხვდება.

საქართველს საოპერო ხელოვნების მდიდარი ტრადიცია აქვს. შესრულების ხელოვნება არსებობდა საუკუნეების მანძილზე, სანამ ქვეყანას რუსეთის იმპერია და საბჭოთა კავშირი ჩაყლაპავდა.

ოპერის ისტორიაც საკუთარ გიგანტ მეზობელთან ქვეყნის  მტანჯველ ურთიერთობასთანაა გადახლართული. 

ოპერა მეცხრამეტე საუკუნის შუა პერიოდში აშენდა მეფის პრო-კონსულის მიერ, როგორც ქრთამი, იმ იმედით, რომ ამით მოაქცევდნენ საქართველოს მოსკოვის კანონების ქვეშ. კომუნიზმის პერიოდში თბილისი ჩამოყალიბდა როგორც საოპერო პრემიერების ერთ-ერთი სივრცე, მოსკოვს მიღმა.  მაგრამ როცა ოპერა 1990-იანებში სამოქალაქო ომის შემდეგ ხელახლა გაიხსნა, ბილეთები ისე იაფი ღირდა, რომ ვერ აგროვებდა თანხას პერსონალისთვის ხელფასის გადასახდელად.

"გარეთ ძალიან ციოდა, მაგრამ მოთხოვნა დიდი იყო. შეიძლება ოპერა ფუფუნებაა, მაგრამ იმ წლებში საქართველოსთვის უფრო აუცილებლობა იყო"- იხსენებს ზურაბ ლომიძე.  

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პერსპექტივები ბოლო ათწლეულის მანძილზე გაუმჯობესდა, მაინც რთული იყო თანხის მონახვა ოპერის რეაბილიტაციისთვის. "ის საშინელ ფორმაში იყო როცა დავიხურეთ"- ამბობს არქიტექტორი ლერი მეძმარიაშვილი, "მაგრამ ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი რაც შეგვეძლო, რომ შენობისთვის პირვანდელი სახე დაგვებრუნებინა". 

ოპერის რეაბილიტაციის დაფინასება საკუთარ თავზე ივანიშვილმა აიღო. ზოგიერთი ეჭვქვეშ აყენებდა მის მოტივებს. ამ და სხვა დიდი პროექტების დაფინანსებამ ქვეყნის მასშტაბით მას მისცა ძალა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში. 

არ არის ნათელი გააგრძელებს თუ არა ფული შემოდინებას, რომ ოპერისა და ბალეტის დიდი ვარსკვლავები თბილისში "შემოიტყუონ". ბოლო წლებში ქართველ საოპერო მომღერლებსა და მოცეკვავეებს საზღვარგარეთ ბრწყინვალე კარიერა ჰქონდათ. ლადო ათანელი და თამარ ივერი "აბესალომ და ეთერი"-ში მთავარ როლებს შეასრულებენ. მათ ლა სკალაშიც ბევრჯერ უმღერიათ.

ანანიაშვილი, რომელმაც თავადაც მოიპოვა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ბალერინას ტიტული, იმედოვნებს, რომ განახლებული ოპერა ბევრ ბრწყინვალე შემსრულებელს დააბრუნებს სამშობლოში. "ხშირად როცა ვამბობთ რომ საქართველოდან (Georgia) ვართ, ბევრი გვეკითხება Georgia, USA?"- ამბობს ანანიაშვილი.