ბაშარ ასადის კიდევ ერთი წარმატებული ოპერაცია რუსული არმიის დახმარებით
12:40:14     25-01-2016
სირიის სამთავრობო ძალები აცხადებენ, რომ მათ კონტროლი მოიპოვეს ქალაქ რაბიაზე, რომელიც მეამბოხეების მიერ სირიის დასავლეთ პროვინცია ლატაკიაში დაპყრობილ ბოლო ქალაქს წარმოადგენდა.
სირიის სახელმწიფო ტელეარხის ინფორმაციით რაბია,რომელიც ამბოხებულთა ხელში ბოლო 4 წლის მანძილზე იყო,სირიის არმისაა და სახალხო პოლიციის ძალისხმევით დაეცა.
ლატაკიას პროვინცია ითვლება დასაყრდენ ლოკაციად ალავიტების საზოგადოებისთვის, რომელიც სირიის პრეზიდენტს ბაშარ ალ-ასადის ეკუთვნის.
ამ ფრონზე სირიის არმიის გამარჯვებაში დიდი როლი მიუძღვის რუსულ სამხედო ძალად. ეს ინფორმაცია დასტურდება "სირიის ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო საბჭოს" მიერ.
საბჭოს ხელმძღვანელმა რამი აბდელ რახმანმა "ფრანს პრესთან" საუბრისას განაცხადა, რომ ასადის ძალებმა ალყაში მოაქციეს რაბია 48 საათის მანძილზე, მანამდე კი რამდენიმე მიმდებარე სოფელიც დაიპყრეს.
მისი სიტყვებით, ოპერაციისას გადამწყვეტი როლი რუსულმა ავიაციამ ითამაშა.
ორგანიზაციის საიტზე ასევე განთავსებულია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პროსახელისუფლებო ძალებმა რუსული მხარისა და მოძრაობა "ჰეზბოლას" ბოევიების დახმარებით დაიკავეს ორი სკოფელი დარვიშანი და ალი-როუდა.
საუბარია სირიის არმიის ჯარისკაცებსა და "ალ-ქაიდას" სირული დაჯგუფების წევრებს შორის გამწვავებულ ბრძოლაზეც.
ბრძოლის გამწვავების მიზეზს ისიც წარმოადგენს, რომ ქალაქი რაბია, რომელიც ბაშარ ასადის ძალებმა დაიკავეს რამდენიმე ძალის, მათ შორის "ალ-ქაიდას: სირული წარმომადგენლობის მიერაც იყო კონტროლირებადი.
რაბიის სირიული არმიის დაქვემდებარებაში გადასვლა იმას ნიშნავს, რომ ასადის ძალები გააკონტროლებენ მომარაგების მარშრუტებს, რომლებიც ამბოხებულებს ჩრდილოეთის ქვეყნებთან აკავშირებს და ასევე შეძლებენ თურქეთის საზღვისკენ გადანაცვლებას.
ეს ასადის კიდევ ერთი წარმატებული ოპერაციაა რუსული ძალის დახმარებით. როგორც ჩანს, საერთაშორისო საზოგადოების უკმაყოფილების მიუხედავად პუტინი არ აპირებს მოკავშირის დაღალატებას.