
აშშ-ის მკაცრი რეჟიმის ციხიდან საშიში დამნაშავეები გაიქცნენ
11:09:57     25-01-2016
სამმა პატიმარმა აშშ-ის მკაცრი რეჟიმის ციხიდან - Orange County - დან გაქცევა მოახერხა. ციხე კალიფორნიის შტატში, ქალაქ სანტა-ანაში მდებარეობს. ამის შესახებ CBS Los Angeles იუწყება.
გაქცეულები სასამართლოს წინაშე მძიმე ბრალდებებით უნდა წარმსდგარიყვნენ, მათ შორის მკვლელობებისა და წამებისთვისაც. პატიმრებმა მოახერხეს კამერების სქელი კედლები გაენგრიათ და მომხვდარიყვნენ კომუნიკაციების გვირაბში, რის შემდეგაც ისინი დაეშვნენ 5 სართულიანი შენობის სიმაღლიდან, სავარაუდოდ, გადაბმული ხელსახოცების, ან ტანსაცმლის გამოყენებით.
პოლიციამ გაქცეულების შესახებ ინფორმაციისათვის 20 ათასი დოლარი დააწესა.
პოლიციის განცხადებით, ეს იყო აშშ-ის მკაცრი რეჟიმის ციხიდან პირველი გაქცევა უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში.