სამართალდამცავებმა ნუცუბიძეზე პროკურორ ქირიას მანქანა იპოვეს
10:10:56     22-01-2016
ღამით სამართალდამცველებმა ნუცუბიძის პლატოზე "ე" კლასის მერსედესი იპოვეს, ნომრებით FBA 010.
შსს-ში ადასტურებენ, რომ ავტომობილი სამეგრელო-ზემო სავანეთის პროკურორს ვახტანგ ქირიას ეკუთვნის, რომელიც ასევე ნუცუბიძეზე 16 იანვარს გარდაცვლილი აღმოაჩინეს.
ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები და გამნაღმველები. მათ მიმდებარე ტერიტორიაც დაათვალიერეს სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლებით. ნუცუბიძის მეოთხე პლატოს მცხოვრებლების ინფორმაციით, მანქანა მათ რამდენიმე დღის წინ შენიშნეს, თუმცა არ იციან ვინ დააყენა ან ვის ეკუთვნოდა ის.
მანქანა დაზიანებული არაა, მას მხოლოდ უკანა საბურავი აქვს დაშვებული და უკვე გადაიყვანეს სპეციალურ სადგომზე.
შეგახსენებთ, სამეგრელო-ზემო სავენთის პროკურორი ვახტანგ ქირია 13 იანვარს დაიკარგა. 16 იანვარს ის გარდაცვლილი აღმოაჩინეს "საქართველოს ხმის" დამფუძნებლის ბიძინა კუჭავას დაქირავებულ ბინაში. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.