შვედი კრიტიკოსები ლია ლიქოკელზე: "ეგზოტიკური და ძალიან ორიგინალური"
17:40:52     21-01-2016
"ეგზოტიკური" და "ძალიან ორიგინალური" - ასე შეაფასეს შვედმა კრიტიკოსებმა თანამედროვე ქართველი პოეტის ლია ლიქოკელის პოეტური კრებული "დევის ცოლის სიცილი".
„სურათებს, რომელსაც ის ქმნის, მკითხველისგან ყურადღებას და დაფიქრებას მოითხოვს. რთულია აღწერო მისი პოეტური ორიგინალობა“, - აღნიშნავს შვედი კრიტიკოსი სტეფან ისტბი წერილში, რომელიც შვედურ ლიტერატურულ საიტზე გამოქვეყნდა.
"დევის ცოლის სიცილი" ლია ლიქოკელის პირველი კრებულია, რომელიც 2015 წელს შვედურად ითარგმნა და გამომცემლობა Smockadoll Förlag-ის მიერ გამოიცა.
თარგმანზე მანანა კობაიძე და კრისტიან კარლსონი მუშაობდნენ.
კრებულისთვის ახალგაზრდა პოეტმა 2014 წელს ლიტერატურული პრემია "საბა" მიიღო, ნომინაციაში-საუკეთესო დებიუტი.