უნივერსიტეტზე თავდასხმა პაკისტანში - დაღუპულია 8 ადამიანი

  11:10:25     20-01-2016

20 იანვარს, პაკისტანის დროით 09:30-ზე  შეიარაღებული პირები ჩრდილოეთ პაკისტანში უნივერსიტეტში შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს.

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, თავდასხმას სულ მცირე 8 ადამიანი ემსხვერპლა. თვითმხილველების თქმით, უნივერსიტეტში მოხდა ორი აფეთქებაც. პოლიციამ შეტაკებისას მოკლა 4 თავდამსხმელი. ადგილზე ახლაც მობილიზებულია სპეციალური რაზმები უნივერსიტეტის იმ ტერიტორიის  დასაცავად, სადაც უნივერსიტეტის თანამშრომლები და სტუდენტები არიან ევაკუირებული. 

მთავრობამ უსაფრთხოების მიზნით დახურა  ზოგიერთი სკოლა  ახლომდებარე ქალაქ პეშავარში, რადგან არსებობს ცნობა მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ.