"ოსკარი" ძალიან თეთრია" - ამერიკის კინოაკადემია ცვლილებებს გეგმავს

  10:46:47     19-01-2016

ამერიკის კინომატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრები, რომლებიც ტრადიციულად განსაზღვრავენ, თუ ვინ მიიღებს ამ სფეროში ყველა პრესტიჟულ პრემიას "ოსკარს", აპირებენ შეცვალონ აკადემიის წევრთა შემადგენლობა. ამის მიზეზი გახდა სკანდალური მოძრაობა "ოსკარის" წინააღმდეგ. საზოგადოება აპროტესტებს იმას, რომ ნომინანტ მსახიობებს შორის ყველა თეთრკანიანია.
"ოსკარი" ძალიან თეთრია, - აცხადებენ ისინი.

"ეს რთული, მაგრამ საჭირო ნაბიჯია. დიდი ცვლილებების დროა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მიაღწიოთ მრავალფეროვნებას მომდევნო წლებში", - განაცხადა აკადემიის პრეზიდენტმა შერილ აიზეკსმა.

მან თქვა, რომ ცვლილებები უკვე ოთხი წელია მიმდინარეობს, მაგრამ მოვლენები არ ვითარდება ისე სწრაფად, როგორც აკადემიას სურდა.
აიზესკმა თქვა, რომ მომდევნო წლებში ისინი აუცილებლად გაამახვილებენ ყურადღებას ისეთ ნიშნებზე, როგორიცაა სქესი, რასა, ეთნიკური კუთვნილება და სექსუალური ორიენტაცია.

ეს "თეთრი ოსკარის" პირველი შემთხვევა არაა. გასულ წელსაც ანალოგიური სიტუაცია იყო.